ავსტრალიელი რეპერი იგი აზალია ჯიმი ფელონის შოუში გამოვიდა. გადაცემის ფარგლებში მან ახალი სინგლი „Switch“ შეასრულა, რომელიც ბრაზილიელ მომღერალთან, ანიტასთან დუეტს წარმოადგენს. სიახლე აზალიას ახალი ალბომის მხარდასაჭერი ერთ-ერთი სიმღერა იქნება, რომლის გამოსვლაც 30 ივნისს იგეგმება.
აქამდე დისკის მხარდასაჭერად მომღერალმა ოთხი სინგლი: „Azillion“, „Can’t Lose“, „Team“ და „Mo Bounce“ გამოუშვა.