LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორელის გზავნილი ქართველებს: “როდესაც საქართველო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, კანდიდატის სტატუსი ავტომატურად მიენიჭება”

51
ჟოზეფ ბორელი

ქართველებს ახლა აქვთ მკაფიო გზა, შესასრულებელი საქმეები, განრიგი, გააგრძელეთ ამაზე მუშაობა, თქვენ კარგ გზაზე დგახართ“ – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, რა არის მისი გზავნილი ქართველების მიმართ.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს, როდესაც ქვეყანა კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს, ჯოზეფ ბორელმა უპასუხა, რომ “ნამდვილად ასე იქნება“.

„ნამდვილად. როდესაც ეს კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ავტომატურად მოხდება“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

კუბილიუსი: სამწუხაროა, რომ საქართველოს ასეთი რიტორიკის მქონე პრემიერი ჰყავს… საჭიროა მთავრობამ ევროკავშირის ინსტიტუტებს, ცრუ ბრალდებების გამო, ბოდიში მოუხადოს

შეგახსენებთ, დღეს და ხვალ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართება, რომელზედაც ევროპელმა ლიდერებმა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უნდა იმსჯელონ და გადაწყვეტილება მიიღონ.

თუ ოცნებას კანდიდატის სტატუსი სურს, რუსეთთან ომი არა, უნდა გაატაროს რეფორმები: გრეგოროვა

mazda magti 5g