მაღაზია ”Bershka” მომხმარებელს ახალ, გაზაფხული-ზაფხულის, კოლექციას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა აღნიშნა, ახალ კოლექციაში შედის ტანისამოსი, როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის.
დიდი არჩევანია ფეხსაცმელებზეც, რომელთა ფასიც ქალბატონებისთვის 49, ხოლო მამაკაცებისთვის 59 ლარიდან იწყება.
გეტყვით, იმასაც ”Bershka” იტალიური ბრენდია, შესაბამისად პროდუქციაც იტალიიდან ჩამოდის.
მენეჯერმა აღნიშნა ისიც, რომ კოლექცია კვირაში ორჯერ ახლდება.
ამჟამად მაღაზიას ორი ფილიალი აქვს: სავაჭრო ცენტრ ”თბილისი მოლსა” და ”ისთ ფოინთში”.