კორეელმა შემსრულებელმა PSY თაყვანისმცემლებს ორი ახალი სიმღერა და მათზე გადაღებული კლიპები წარუდგინა. YouTube-ის რეკორდსმენმა ორივე ვიდეო თავის ოფიციალურ არხზე განათავსა, რომელიც რამდენიმე საათში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება.
სიმღერები „I LUV IT“ და „New Face“ პოტენციური ჰიტებია, რომლებმაც შესაძლებელია „Gangnam Style“-ის წარმატება გაიმეორონ, მუსიკოსის ახალ ალბომში შევა.
შეგახსენებთ, რომ „Gangnam Style“-ის გამოსვლის შემდეგ PSY ნამდვილი ინტერნეტ-ვარსკვლავი გახდა. კლიპი YouTube-ზე 2,8 მილიარდმა ადამიანმა ნახა, რაც ამ დროისთვის რეკორდულ მაჩვენებლად ითვლება.