38 წლის ნიკოლ შერზინგერმა დასვენებისთვის მშობლიურ ჰავაის კუნძულს მიაშურა. ვარსკვლავმა უკვე გამოაქვეყნა საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არაჩვეულებრივ ფიზიკურ ფორმაშია.
ფოტოებს უამრავი „მოწონება“ და კომენტარი მოჰყვა. ნიკოლი იშვიათად აზიარებს ფოტოებს სოციალურ ქსელებში, უკანასკნელად ეს აქტივობა მას ნახევარი წლის წინ ჰქონდა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სამშობლოში და საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ვარ“, – დაწერა მომღერალმა და ახლობლებთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.