კომპანია Apple-მა თავის მოწყობილობებში ბევრი საინტერესო ფუნქცია ჩართო, მათი ნაწილი კი დროთა განმავლობაში ვლინდება.
ერთ-ერთი „საიდუმლო ფუნქცია“ iPhone-ს სტანდარტულ გამომთვლელ მანქანაში აქვს. მომხმარებელთა დიდი ნაწილი მის არსებობას არც კი ეჭვობდა. iPhone-ის დიდი ხნის მომხმარებელმა „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვნებია, რომ ციფრების წაშლა კალკულატორზე მათზე თითის დადებითა და მარჯვნივ ან მარცხნივ გასმითაც არის შესაძლებელი.
როგორც გაირკვა, უმეტესობამ არც იცოდა აღნიშნული ფუნქციის შესახებ, რადგან ვიდეო მომენტალურად გაჰიტდა.