„არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს. 1-ლი აგვისტოდან Wizz Air ჩვენს აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და პირდაპირ რეგულარული რეისების შესრულებას პარიზისა და ტალინის მიმართულებით განაახლებს“, – ინფორმაციას ამის შესახებ თავად ქუთაისის აეროპორტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები 1-ლი აგვისტოდან კვირაში 2 სიხშირით ხოლო, პარიზის მიმართულებით – 4 აგვისტოდან კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება. ხოლო ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით.
„მოემზადე ახალი სამოგზაურო თავგადასავლებისთვის“, – აცხადებენ ქუთაისის აეროპორტში.
ცნობისთვის, 2022 წლის 5 თვის მონაცემებით, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამურად 232,450 მგზავრს მოემსახურა და გადაყვანილი მგზავრების ოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია.