LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ტიპის ბიომეტრიული საკრედიტო ბარათი – ანაბეჭდის სენსორით

73

ანაბეჭდის სენსორი არაერთი სისტემის თანმდევი ნაწილია. ის გვხვდება ტელეფონებზე, ჭკვიან მოწყობილობებზე და ამჯერად თითის ბალიშის ანაბეჭდის მეშვეობით Mastercard ტიპის ბარათების გამოყენებაც ხდება შესაძლებელი.

ტექნოლოგია, რომელიც ახლახანს დაინერგა, ხელს შეუწყობს ბარათების იდენტიფიცირებისას წარმოქმნილ გაუგებრობებს. არანაირი დავიწყებული პას-კოდი ან დამატებითი სკანერი, მხოლოდ ინდივიდის ანაბეჭდია საკმარისი საბანკო ოპერაციების განსახორციელებლად.

ამ ეტაპზე ახალი ტექნოლოგია საწყისი ტესტირების ფაზაშია და იგი სამხრეთ აფრიკაში მიმდინარეობს. სხვადასხვა მარკეტებსა და სავაჭრო პუნქტებში შესაძლებელი გახდა ანაბეჭდის მეშვეობით Mastercard ბარათების გამოყენება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები