პატარა კომპანიები, ჭკვიანური გათვლებით, დიდ კომპანიებად იქცევიან და დიდი კომპანიები არასწორი პოლიტიკით ბაზარზე მოწინავე პოზიციებს კარგავენ. სწორედ ამ გზაზე იდგა ერთ დროს Huawei, დღეს კი მსოფლიო ბაზრის ათეულში სმარტფონების წლიური გაყიდვების მიხედვით მე-2 ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი უდავო ლიდერია მსოფლიოში ციფრული ტექნიკის წარმოებით და ამას სტატისტიკებიც მოწმობს. დღეს მორიგმა ჩინურმა ბრენდმა Xiaomi-იმ ახალი გაჯეტი Mi6 წარმოადგინა, რომელიც გარეგნულად შეიძლება ძალიან წააგავდეს Apple-ის ბოლო ფლაგმანს – iPhone 7-ს, თუმცა იგი მკვეთრად გამორჩეული ტექნიკური აღჭურვილობით ხასიათდება. მოწყობილობა ბოლო თაობის Qualcomm-ის პროცესორზე Snapdragon 835-ზე მუშაობს, მისი სხეული კი პრემიუმ მატერიალითაა აწყობილი. დივაისი 5.1 ინჩიანი დისფლეითაა წარმოდგენილი და ბატარეის სიმძლავრე 3000 მილიამპერ/საათზე მეტს შეადგენს.
გთავაზობთ ვიდეოს: