ინტერნეტის შემქმნელი რობერტ ტეილორი გარდაიცვალა. იგი 1960-იან წლებში მუშაობდა ისეთი ქსელის შექმნაზე, რომელიც პენტაგონის მონაცემთა ბაზებს ერთმანეთთან დააკავშირებდა. სწორედ ასე ჩაეყარა საფუძველი მსოფლიოს ყველაზე დიდ გამოგონებას – ინტერნეტს, რომელიც მოგვიანებით დამოუკიდებელ და გლობალურ ქსელად გადაიქცა.
იგი იყო ასევე პიონერი, ვინც კომპიუტერულ სისტემებში სხვადასხვა პროგრამების ხატულებით გამოსახვა გამოიგონა და ამავდროულად მასვე ეკუთვნის პირველი ელექტრონული ტექსტური ინფორმაციის შემუშავება, რაც მოგვიანებით Microsoft Word-ის საბაზისო მასალად იქცა.
ტეილორი 85 წლის იყო. მისი ოჯახის განცხადებით, ბოლო წლებში ის პარკინსონის დაავადებით იტანჯებოდა.
