LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უცხოური სატელევიზიო სერიალების პოპულარული მსახიობი საქართველოში ჩამოვიდა: „გაოცებული ვარ ყველაფრით, ეს იყო საოცარი მოგზაურობა“

220
289839826_401143918723087_4758511723634255819_n

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ცნობილ მსახიობსა და ინფლუენსერს საუდ ალ ქააბს უმასპინძლა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუდ ალ ქააბი სპარსეთის ყურის ქვეყნების სატელევიზიო სერიალების პოპულარული მსახიობი და ტელეპროდიუსერია. ინფოტურის ფარგლებში, ცნობილმა მსახიობმა და ინფლუენსერმა თბილისი, უფლისციხე, სტეფანწმინდა და ლოპოტა დაათვალიერა და ტურისტულად საინტერესო ადგილები გადაიღო. საქართველოს შესახებ საუდ ალ ქააბის პოსტებს სოციალურ ქსელში Instagram დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მსახიობის ვიდეოებმა ათიათასობით მოწონება დაიმსახურა.

მათივე ცნობით, ინფოტურის მიზანია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მაღალმხარჯველი ტურისტების მოზიდვა.

„მე მართლაც გაოცებული ვარ ყველაფრით საქართველოში. ეს იყო საოცარი მოგზაურობა. ყველაფერი მომეწონა რაც მე ვნახე – არაჩვეულებრივი ბუნება, ინფრასტრუქტურა, რომელიც აბსოლუტურად მზადაა ტურისტების მისაღებად, არაჩვეულებრივი რეზორტები, რომლებსაც ყველაფერი აქვთ თავგადასავლებისთვის, ბავშვებისთვის, საქორწინო მოგზაურობებისთვის, ვისაც რა უნდა იმის პოვნა შეუძლია საქართველოში. აქ არის ბევრი აღმოუჩენელი ადგილი, რაც უფრო საინტერესოს ხდის მოგზაურობას, შეგიძლია ჩამოხვიდე და აღმოაჩინო მეტი და მეტი, უნდა აღვნიშნო საფეხმავლო ბილიკები, აუცილებლად მინდა ვნახო და კიდევ ჩამოვიდე საქართველოში. როდესაც მე ჩემი სოციალური მედიისთვის ვიღებ, ვეუბნები ჩემს მეგობრებს და მაყურებელს, რომ აღფრთოვანებული ვარ ყველაფრით საქართველოში. ეს იყო მხოლოდ ხუთი დღე, მაგრამ ინტენსიურად დატვირთული 5 დღე. იმდენი საინტერესო ადგილი დავათვალიერე ამ ხუთ დღეში…მინდა გითხრათ, რომ აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში“, – აცხადებს საუდ ალ ქააბი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g