რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს. ქალაქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვადიმ ლიახი აცხადებს, რომ დაიღუპა 4 და დაშავდა 7 ადამიანი.
„ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ლიმანის მიკრორაიონს, ბარვენკოვსკაიას, პოდგორნაიას, დანილევსკის ქუჩებს, მშვიდობიან მოსახლეობას, სადაც სამხედრო ობიექტები არ არის. შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. ასეთი ჭურვები შენობების ტოტალურ ნგრევას არ იწვევს, მაგრამ მოსახლეობისთვის ძალიან საშიშია“, – თქვა ვადიმ ლიახმა.