HMD Global-ისა და Nokia-ს თანამშრომლობით შექმნილი 5.5 ინჩიანი გაჯეტი, რომელიც Android-ის პლათფორმაზე იმუშავებს, ძალიან მალე იხილავს დღის სინათლეს. Microsoft-ისგან გათავისუფლებულმა ფინურმა კომპანიამ უკვე რამდენიმე ბიუჯეტური მოდელი წარმოადგინა. მათ შორის, Nokia 6, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ სოლიდური დიზაინითა და არამოდიფიცირებული სისტემით წარსდგა საზოგადოების წინაშე.
ამჯერად საუბარი შეეხება Nokia 9-ს, რომელიც Qualcomm-ის ფინალურ პროცესორზე Snapdragon 835 იმუშავებს. გაჯეტი 3800 მილიამპერ/საათიანი ბატარეის გარდა, ფაქტობრივად ყველა იმ დადებითი თვისებითაა აღჭურვილი, რითაც სმარტფონი თანამედროვე მარკეტში ღირსეულ კონკურენციას გაუწევს Android-ის პლათფორმაზე უკვე პოპულარულ ბრენდებს, როგორიცაა Huawei, Sony, Samsung და ა.შ.
რაც შეეხება მოწყობილობის ფასს, მისი საბაზრო ღირებულება საკმაოდ მსუყე იქნება. ამერიკისთვის – 700$, ხოლო ევროპის კონტიტენტისთვის 750€ იქნება.