LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო სამი კვირაა შემთხვევების მატება გვაქვს, განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო კვირა, როდესაც გაორმაგება მოხდა: ამირან გამყრელიძე

1047
imedinews-4-2

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ბოლო სამი კვირაა კორონავირუსის შემთხვევების მატება აღინიშნება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ომიკრონის ორი ქვეტიპის ცირკულირებაზე საუბრობს.

“საქართველოში ბოლო სამი კვირაა უკვე მატება გვაქვს. განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო კვირა, როდესაც გაორმაგება მოხდა, ანუ ვთქვათ თუ 2 კვირის წინ, კვირის განმავლობაში იყო 400-500 შემთხვევა, 20-დან 26 ივნისამდე ჩვენ გვქონდა 1000-ზე მეტი შემთხვევა. ამ კვირაშიც, წინასწარი მონაცემების მიხედვით – იქნება მატება.

მაგალითად, გუშინ გვქონდა 530 შემთხვევა. პროგნოზი არის ის, რომ შემთხვევების მატება გვექნება, მაგრამ საავადმყოფოების დატვირთვის მაჩვენებელი სტაბილურია დაბალ დონეზე, რაც ნიშნავს რომ ყოველდღიურად საავადმყოფოებში ხვდება 15-20-25 ადამიანი. დღევანდელი გათვლებით, 50-60%-ით ქვეყანაში ცირკულირებს BA.4 და BA.5,” – აცხადებს გამყრელიძე.

მისი თქმით, BA.4 და BA.5 მისი წინამორბედისგან განსხვავდება იმით, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g