მაღაზია „Carpisa“ მომხმარებელს ჩანთების ახალ, გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას სთავავზობს.
როგორც „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა აღნიშნა, ჩანთების ახალ კოლექციაში შედის: ზურგჩანთები, რომელთა შეძენაც 85 ლარიდან 180 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ, ასევე მრავალფეროვანია არჩევანი დიდი ზომის ჩანთებზე, რომელთა ფასიც 65 ლარიდან 480 ლარამდე მერყეობს.
‘’Carpisa’’ იტალიური ბრენდია და იგი თბილისში ოთხი ფილიალითაა წარმოდგენილი: რუსთაველის N36, აღმაშენებლის N96 და სავაჭრო ცენტრები „თბილისი მოლი“ და „ისთ პოინთი“.