2 მარტს, ლოს-ანჯელესში Fashion Los Angeles Awards-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც კიმ კარდაშიანი კრემისფერ მაქმანებიან კაბაში გამოცხადდა. მისის უესტის ჩაცმულობა მის სამი წლის წინანდელ ვიზუალს მოგაგონებდათ, როდესაც მისი და რეპერ კანიე უესტის ქორწილი გაიმართა.
ამჯერად კიმმა „ჟივენშის“ კაბა აირჩია და განსხვავებული ვარცხნილობა მოიხდინა: სკანდალურმა ქალბატონმა მოკლედ შეჭრილ თმას სველის ეფექტი შეურჩია, ხოლო აქსესუარებზე უარი თქვა.
საღამოზე კიმის გარდა სინდი კროუფორდი ოჯახთან ერთად, მოდელი სტელა მაქსველი, ჰეილი ბოლდუინი, პერის ჯექსონი, ფერგი, ნიკი მინაჟი და სხვა ცნობილი სახეები იმყოფებოდნენ.