წარმატებული მომღერლის, მსახიობისა და ფოტომოდელის გარდა, სამოდელო სკოლამ Parsons რიანას „წლის ჰუმანისტის“ წოდება მიანიჭა. დაჯილდოების ცერემონია მიმდინარე წლის მაისში გაიმართება.
სკოლის წარმომადგენლის განცხადებით, თავისი მუსიკითა და უჩვეულო სტილით რიანა ბევრის შთაგონების წყარო გამხდარა, ამჯერად კი, აღნიშნული ჯილდო მან ბრენდ Puma-სთან კოლაბორაციის შედეგად მიიღო. აღსანიშნავია, რომ მარკის კრეატიული დირექტორი ის 2014 წლიდან არის. ბარბადოსელი მომღერალი ასევე ბრენდთან Manolo Blahnik თანამშრომლობდა, რომლისთვისაც ფეხსაცმლის კოლექცია Savage შექმნა.