LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისს ტექნო მუსიკის სამი, მსოფლიო დონის ვარსკვლავი ეწვევა

86

21 აპრილს იპოდრომზე „kvARTali“ მსოფლიოში სახელგანთქმულ დიჯეებს წარმოგიდგენთ. მათ შორისაა ელექტრონული მუსიკის სამყაროში განსხვავებული ხედვითა და ინოვაციების ცსიყვარულით ცნობილი ფრანგი დიჯეი Rodriguez Jr. მისი ლაივის შემედგ მაყურებლის წინაშე წარდგება არისტი, რომელსაც ელექტრომუსიკის სამყაროში რემიქსების მონსტრის სახელით იცნობენ. Matador-ისგან მსმენელი ჩვეულ ქარიზმასა და საინტერესო მუსიკას უნდა ელოდოს ერთსაათიანი ლაივის განმავლობაში. საღამოს დახურავს ესპანელი დიჯეი Paco Ossuna, რომელიც „ამნეზიას“ რეზიდენტი გახლავთ და ესპანელ დიჯეებს შორის საუკეთესოდ მიიჩნევა.

იპოდრომის დახურული სივრცე სტუმრებს საღამოს ათი საათიდან ელის. უცხოელ არტისტებამდე სცენას ქართველი დიჯეი გიო შენგელია დაიკავებს.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ საიტზე eventer.ge. აღსანიშნავია, რომ ივენთზე არ დაიშვებიან 18 წლამდე ასაკის პირები.

რაც შეეხება „kvARTali“-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს, იგეგმება ბევრი საინტერესო ივენთი, თბილისს სახელგანთქმული ტექნოარტისტები ყოველ კვარტალში ერთხელ ესტუმრებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები