ფილმმა „მზეთუნახავი და ურჩხული“ ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი მიუზიკლის წოდება მოიპოვა. კლასიკური მულტფილმის რიმეიქმა ემა უოტსონის, დენ სტივენსის, ლუკ ევანსისა და სხვა მსახიობების მონაწილეობით უკვე 700 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ დიდ ეკრანებზე ის მხოლოდ 10 დღის წინ გამოვიდა.
გარდა იმისა, რომ ფილმი ყველაზე შემოსავლიანი მიუზიკლია, შესაძლოა ის „მილიარდერთა კლუბშიც“ მოხვდეს, რადგან ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 3-4 კვირაში მისი მოგება მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.