ავსტრალიელმა რეპერმა იგი აზალიამ ახალი სინგლი „Mo Bounce“ და მასზე გადაღებული კლიპი წარმოადგინა. სიახლე მისი ახალი ალბომის „My Digital Distortion“ ლიდ-სინგლს წარმოადგენს, რომლის რელიზიც მიმდინარე ზაფხულში იგეგმება.
აქამდე დისკის მხარდასაჭერად პრომო სინგლი „Azillion“ გამოვიდა, რომელმაც კრიტიკოსების დადებითი შეფასებები მიიღო.