LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ ოფიციალური მიღება გამართა

202
ნათია ლოლაძე

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ ოფიციალური მიღება გამართა, რომელიც ეძღვნებოდა მის წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად არჩევას.

ისტორიაში პირველად, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად საქართველოს წარმომადგენელი აირჩიეს, რაც შესაძლებლობების ახალ ფანჯარას ხსნის და კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰუმანიტარული ორგანიზაციის მუშაობას საქართველოში.

საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციამ საერთაშორისო მასშტაბით დიდი აღიარება და ნდობა მოიპოვა. ამის დასტურია ის, რომ საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ეს გამარჯვება დიდი პატივია როგორც საქართველოს წითელი ჯვრისთვის, ასევე მთლიანად საქართველოსთვის.

ღონისძიების დასასრულს ნათია ლოლაძემ მადლობის სიგელები გადასცა კომპანიებს, რომლებმაც 2022 წელს ყველაზე მოცულობითი დონაცია გაიღეს უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და გასაჭირში მყოფი ადამიანების დასახმარებლად. შედეგად, სამ მილიონ ლარზე მეტი გადაერიცხა უკრაინის წითელ ჯვარს ფულადი სახით და 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაეგზავნა ნატურალური სახით.

mazda magti 5g