ამერიკელი რეპერი ჯეი-ზი მოკლულ ფერადკანიან მოზარდზე, ტრეივონ მარტინზე დოკუმენტურ სერიალს გადაიღებს. ბიჭი 2012 წელს ჯორჯ ციმერმანმა მოკლა, რაც ამერიკის რასიზმის შესახებ დებატების მიზეზი გახდა.
ფილმს საფუძვლად მარტინის მშობლების მიერ დაწერილი წიგნი დაედება. ჯეი-ზისთვის ეს უკვე მეორე პროექტია, როემლიც რასობრივ თემებს ეძღვნება. პირველი – „დრო: კალიფ ბრაუდერის ისტორია“ ბრონკსელი მოზარდის სიცოცხლეს და გარდაცვალებას შეეხებოდა.