განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა მზარდია, რაც სექტორის შემოსავლებზე დადებითად აისახება – ამ ქვეყნების მოგზაურები მხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან, – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა 2022 წლის ტურისტული სექტორის აღდგენის დინამიკა. მისივე თმით, ივნისში ტურისტული ვიზიტები 64 პროცენტით აღდგა.
„საქართველოში ტურიზმის აღდგენა დადებითი დინამიკით გრძელდება. ივნისში ტურისტული ვიზიტები 64 პროცენტით, ხოლო მაისის მაჩვენებლების ტურიზმიდან შემოსავლები 96 პროცენტით აღდგა. ჩვენ ვაგრძელებთ სამუშაოებს, რაც ეხმარება ქვეყანას, ტურიზმის სექტორი სწრაფად აღადგინოს, მათ შორის, უფრო მეტი ავიაკომპანია მოვიზიდოთ, რომ სამიზნე ქვეყნებთან მეტი პირდაპირი რეისი გვქონდეს,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.