LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბავშვობაში მშობლები კეტი პერის ჰომოსექსუალობას მკურნალობდნენ

87

გასულ უქმეებზე ლოს-ანჯელესში National Equality Award-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლის ლაურეატიც კეტი პერი გახდა. სამადლობელ სიტყვაში მომღერალმა ბავშვობაზე ისაუბრა და აღიარა, რომ მშობლები მას ჰომოსექსუალობისგან მკურნალობდნენ და მას სექსუალური გამოცდილება გოგონებთანაც ჰქონდა.

პერის, რომელიც რელიგიურ ოჯახში გაიზარდა, მშობლები ყველაფერს უკეთებდნენ, რათა მისი ჰომოსექსუალობა ჰეტეროსექსუალობით შეცვლილიყო. რაღაც მომენტში ის სპეციალურ ბანაკშიც გაუშვეს, სადაც საკუთარი ცოდვები უნდა მოენანიებინა, თუმცა ვარსკვლავის თქმით, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო.

„ჩემთვის, როგორც გოგოსთვის, რომელიც ძალიან მორწმუნე ოჯახში იზრდებოდა, რთული იყო ამ ყველაფერთან შეგუება. მაშინ მივხვდი, რომ ორიენატცია არც ისეთი შავ-თეთრი რამ არის, როგორც მაშინ მეგონა. როდესაც მოგვიანებით ლგბტ-თემის სხვა წარმომადგენლები გავიცანი, მივხვდი, რომ ტყუილად განვიცდიდი“, – განაცხადა პერიმ.

„მე ვარ მომღერალი და ჩემი სიმართლე მაქვს. ჩემს ფანტაზიებს კი სიმღერებში ვაქცევ რეალობას. ერთ-ერთი ასეთი იყო ჰიტი „I kissed a girl and I liked it“ – თქვა პერიმ სცენიდან და დაამატა, რომ სინამდვილეში მის ცხოვრებაში გოგონასთან კოცნაზე მეტის გამოცდილებაც ჰქონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები