LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნევროლოგი: ამ პირობებში სააკაშვილის დაავადების განკურნება შეუძლებელია, საპატიმრო პირობებში იმყოფება

131
ing

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად სამედიცინო ცენტრ “ვივა მედში” ნევროლოგი, ოთარ თოიძე და ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი მივიდნენ.

სააკაშვილთან შესვლამდე მათ მედიასთან საუბარში აღნიშნეს, რომ ისინი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას დეტალურად გაეცნობიან:

“დასკვნის გაფორმება ფინალურ სტადიას უახლოვდება, ამიტომ აუცილებელია პაციენტის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის სტატუსი აღიწეროს. ბოლო ვიზიტიდან გასულია უკვე თითქმის 2 კვირაზე მეტი. ამ ხნის განმავლობაში მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები, რაც უნდა ვნახოთ და ისტორიაში ჩაიწეროს, ასევე დასკვნაშიც. ამიტომ ჩვენი დღევანდელი ვიზიტი არის მორიგი საექსპერტო ვიზიტი…

ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამ პირობებში დაავადების განკურნება შეუძლებელია, ის საპატიმრო პირობებში იმყოფება, განსხვავება არ არის, იქნება რუსთავში თუ კლინიკაში”, – აღნიშნა ნევროლოგმა ოთარ თოიძემ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან სამედიცინო ცენტრ “ვივა მედში” 12 მაისს გადაიყვანეს.

magti 5g