LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს დიდი ხანია ვითხოვთ: დევიდ კრამერი

278
დევიდ კრამერი

რუსეთის სანქციების ჯგუფის წევრი დევიდ კრამერი „მთავარ არხთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ „ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებს დიდი ხანია ითხოვენ“.

დევიდ კრამერი აცხადებს, რომ რეზოლუციას ევროპარლამენტმა დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი და ამოქმედების დიდი შანსია.

„ივანიშვილს რაც შეეხება, მის წინააღმდეგ სანქციებს დიდი ხანია ვითხოვთ. ერთ-ერთი პირველი ვიყავი ასეთი რეკომენდაციით. ევროპის პარლამენტმა დიდი უმრავლესობით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ამას ასევე ითხოვს. „კრედიტ სუისი“ ხელმძღვანელობს ევროპარლამენტის რეზოლუციით. ამოქმედების შანსი დიდია. ადამიანები თვალს ადევნებენ, რა ხდება საქართველოში. სხვათა შორის უფრო აქტიურად, ვიდრე „ქართულ ოცნებასა“ და თავად ივანიშვილს ეგონათ. თუ შეერთებულმა შტატებმა უნდა გამოსცეს სანქცია, ჩვენ არ გვჭირდება კონგრესის გადაწყვეტილება. ბაიდენის ადმინისტრაციაც თუ ამას გადაწყვეტს, აქვს საკმარისი უფლებამოსილება. მაიკლ მაკფოლმა ეს რომ განაცხადა, ჩვენ საქართველოზე დისკუსია დაწყებული არ გვქონდა, მაგრამ მე ვაპირებ ამ საკითხის გააქტიურებას. ჯგუფში არის ხალხი, ვინც საქართველოს კარგად იცნობს. ამ რეკომენდაციების გაცემა არ მსიამოვნებს, მე საქართველოს წარმატება მინდა“, – აცხადებს დევიდ კრამერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g