LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემდგომში ისე დალაგდება მოთხოვნა-მიწოდება, რომ აღარ იქნება პრობლემა: არც რეისების გაუქმება და არც მაღალი ფასები – მაია სიდამონიძე

140
5eff6b1d7f269

დაბრუნდება თუ არა ისევ „იაფი ფრენები“ და რამ გამოიწვია ავიაბილეთების გაძვირება – ამ საკითხებზე BMGTV-ის ეთერში გადაცემაში „საქმიანი დილა“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ისაუბრა. მაია სიდამონიძის პროგნოზით, ავიაბილეთების ფასი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება.

„გარდა საწვავისა და საოპერაციო ხარჯების ზრდისა, დღეს ავიახაზებს სამუშაო პერსონალის დეფიციტიც აქვთ. პრობლემა არის მოთხოვნის ბუმი, რაც პოსტკოვიდ პერიოდმა გამოიწვია. იმხელა მოთხოვნაა, რომ დღეს ფასებთან დაკავშირებით მომხმარებელი ყველაზე ნაკლებად სენსიტიურია, თუმცა ვფიქრობ, გარკვეულწილად ტრანსფორმაციის პერიოდიც არის და შემდგომში ისე დალაგდება მოთხოვნა-მიწოდება, რომ აღარ იქნება პრობლემა, არც რეისების გაუქმება და არც მაღალი ფასები”, – აღნიშნა მაია სიდამონიძემ „საქმიან დილაში“ და იქვე დასძინა, რომ ავიაკომპანიები მსგავს მოთხოვნას არ ელოდნენ და ახლა მის დასაკმაყოფილებლად საკმარისი რესურსი არ გააჩნიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g