აშშ–ს ქალაქ როჩესტერში, კლინიკა მაიოში შეკრებილმა ცნობილმა ექიმებმა წარმოუდგენელი ოპერაცია ჩაატარეს – ესაა სახის გადანერგვა. ეს სამედიცინო პროცედურა, დიდი ხნის მანძილზე რჩებოდა ეთიკური ასპექტების მიღმა და აღნიშნულ საკითხს უამრავი მეცნიერი სკეპტიკურად უყურებდა.
ისტორია შეეხება 21 წლის ენდის სენდნესს, რომელმაც ცხოვრების თვითმკვლელობით დასრულება სცადა. საბედისწერო გასროლის შემდეგ იგი გადარჩა, თუმცა სახის უმეტესი ნაწილი დაიზიანა. მას შემდეგ, რაც პაციენტი გადაარჩინეს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ დაემუქრა, ქვეყნის საუკეთესო ტრანსპლანტოლოგები და პლასტიკური ქირურგები მისი სახის აღსადგენად დაირაზმენ.
აღსანიშნავია, რომ ტრანსპლანტაცია მიმდინარეობს კომპიუტერული სკანირების პარალელურად. უმაღლესი ტექნოლოგიური მოწყობილობების მიუხედავად, სახის მოდელირება საკმაოდ რთულ და ძვირადღირებულ პროცედურებთანაა დაკავშირებული.
საბედნიეროდ, გამოიძებნა მეთოდი დონორი ნაწილის ტრანსპლანტაციისთვის და დღეს, სენდნესი ბედნიერად განაგრძობს ცხოვრებას მშობლიურ ქალაქში.
გთავაზობთ ვიდეოს:
https://youtu.be/Gonc2p_T9m4