LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვრცლად შეიძლებოდა 2011 წლის ამბების მოყოლა, მაგრამ ამჯერად მოკლედ გიპასუხებთ“ – რას ამბობს კვირიკაშვილი პრემიერის განცხადებაზე

81
კვირიკაშვილი ივანიშვილი

წერილში მოტანილი „ქართუდან“ წასვლის ეპიზოდის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, – ასე ეხმაურება „ფორტუნასთან“ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებას.

„ვრცლად შეიძლებოდა 2011 წლის ამბების მოყოლა, მაგრამ ამჯერად მოკლედ გიპასუხებთ: წერილში მოტანილი „ქართუდან“ წასვლის ეპიზოდის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ჩემთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა ამ ისტორიის დამახინჯება. ამ ეტაპზე ამ კომენტარით შემოვიფარგლები“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა „ფორტუნასთან“.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მაშინ, როცა მუქარითა და ზეწოლით „ქართუს“ სტრუქტურების დაშლას ცდილობდნენ, “იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ზეწოლას ვერ გაუძლეს და არა მხოლოდ ბრძოლაში ვერ ჩაერთნენ, არამედ ,,ქართუც“ კი დატოვეს, ხოლო ზოგიერთი ქვეყნიდანაც კი წავიდა”.

თუმცა, კადრების დეფიციტის გამო, რამდენიმე მათგანს, – მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილსა და დიმიტრი ქუმსიშვილს, ბიძინა ივანიშვილმა პროფესიონალიზმი მაინც დაუფასა და 2012 წელს ისინი ახალ მთავრობაშიც კი მიიწვია.

 ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული განცხადება:

თავს ვალდებულად მივიჩნევ, გამოვეხმაურო ჩვენი შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტების მიერ აგორებულ კამპანიას – ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

„პრემიერის საქმეებში მის ჩარევას გახარია და კვირიკაშვილი გუნდის დატოვების შემდეგაც უარყოფდნენ“ – ღარიბაშვილი განმარტავს, რა 2 საკვანძო საკითხის გადაწყვეტაში შეიძლება ჩაერიოს ბიძინა ივანიშვილი?

„ჩემმა მეუღლემ მიიღო რჩევები ბიძინა ივანიშვილის მეუღლისგან, რაიმე დასაძრახი ვერც იქნება, რომ მსგავსი კომუნიკაცია მეც მქონდეს“ – ღარიბაშვილი ივანიშვილის გაცნობის ისტორიას იხსენებს

ღაბირაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ვურჩევდი, შეეგუონ არსებულ მოცემულობას, მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას

ჩვენს ოჯახებს აქვთ პერიოდული კომუნიკაცია – რატომ ამაყობს ირაკლი ღარიბაშვილი ბერასთან მეგობრობით?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g