LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბუნების მოყვარულებს რესტორანი „ორანჟერეა“ გემრიელი კერძებით გიმასპინძლებთ

1032

რესტორანი „ორანჟერეა“ სტუმრებს სასიამოვნო გარემოსა და მრავალფეროვან კერძებს სთავაზობს.

როგორც „ფორტუნა პლუსთან“ საუბრისას, რესტორნის მენეჯერმა განაცხადა, ეს არის ადგილი მათთვის, ვისაც უყვარს მეგობრებთან ერთად მშვიდ გარემოში დროის გატარება.

რესტორანს აქვს ტერასა, კაფე და ვერანდა, ამიტომაც ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ ესტუმროთ, ზაფხულში შესაძლებელია ბუნებრივი ყვავილებით მორთულ ტერასაზე დაისვენოთ, ხოლო ზამთარში ბუხართან მოკალათდეთ.

რაც შეეხება მენიუს „ორანჟერეა“ ქართულ-ევროპული სამზარეულოს კერძებით გიმასპინძლებთ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რესტორნის სამზარეულოში არსებული ნებისმიერი პროდუქტი სპეციალური აპარატით რადიოაქტიულობაზე მოწმდება.

„მისაღები ფასები და მშვიდი გარემო, სწორედ ამას ვთავაზობთ ჩვენთან მოსულ სტუმრებს“, – აღნიშნა მენეჯერმა.

რესტორანი „ვაკის პარკში“ მოსაშვილის N13 მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები