ცნობილი მწერალი ხალიდ ჰოსეინი, რომლის რომანები, მათ შორის, “ფრანით მორბენალი” და “ათასი მოელვარე მზე”, მრავალ ენაზე ითარგმნა, პირად ფეისბუკ გვერდზე წერს, რომ შვილმა მასთან აღიარა (coming out), რომ ტრანსგენდერია.
ამერიკელი მწერალი ამავე პოსტში საუბრობს რთულ გზაზე, რომელიც მისმა შვილმა გაიარა და დასძენს, რომ არასდროს ყოფილა ჰარისით ასე ამაყი.
“ჰარისის მოგზაურობის შესახებ გასული წლიდან ვიცი და ვაკვირდებოდი, როგორ იკვლევდა გზას ძალიან რთულ პერსონალურ დროს.
ტრანზიცია ხომ ასე რთული საქმეა — ემოციურად, ფიზიკურად, სოციალურად თუ ფსიქოლოგიურად — მაგრამ ჰარისი თითოეულ გამოწვევას ღირსებით, მოთმინებითა და სიბრძნით შეხვდა.
როგორც მამა, არასდროს ვყოფილვარ მისით ასე ამაყი. მოხარული ვარ, რომ ახლა არა ერთი, არამედ ორი ლამაზი ქალიშვილი მყავს. ყველაზე მეტად შთაგონებული ვარ ჰარისის უშიშრობით, მისი გამბედაობით, გაეზიარებინა სამყაროსთვის თავისი ნამდვილი იდენტობა.
მან მე და ჩემს ოჯახს ძალიან ბევრი გვასწავლა სიმამაცისა და ჭეშმარიტების შესახებ; იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, იცხოვრო ავთენტურად.
ვიცი, რომ ეს პროცესი მისთვის მტკივნეული იყო, მწუხარებითა და შფოთვით სავსე. ის თვალს უსწორებს იმ სისასტიკეს, რომელსაც ტრანს ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან. მაგრამ ის ძლიერი და შეუპოვარია.
მე მიყვარს ჩემი ქალიშვილი. მის გვერდით ვიქნები ყოველ ნაბიჯზე ისევე, როგორც ჩვენი ოჯახი. ჩვენ მის უკან ვდგავართ. პრივილეგიაა, უყურო მის შემოსვლას სამყაროში, როგორც ლამაზი, ბრძენი და ბრწყინვალე ქალისა. ღმერთმა დალოცოს იგი”, — წერს ხალიდ ჰოსეინი.