LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 ყველაზე კარგი ფოტოაპლიკაცია Android-სა და iPhone-ზე

2272

სმარტფონების ფოტოგრაფიამ საკმაოდ დიდი გზა განვლო და დღეს, ხშირად შეხვდებით სხვადასხვა სააგენტოებისა თუ მოყვარული ფოტოგრაფების მიერ გავრცელებულ ფოტოებს, რომელიც სულაც არ ჰგავს სმარტფონებით გადაღებულს.

გაზრდილი მეგაპიქსელები, სხვადასხვა აღჭურვილობისა და ოპტიკის მქონე სმარტფონების ფოტო-სენსორები უფრო და უფრო გასაოცრად შედეგებს გვთავაზობს. ამ სტატიაში გესაუბრებით 5 ყველაზე კარგ რედაქტორზე, რომლის მეშვეობითაც თქვენი ფოტოები სტანდარტულიდან არასტანდარტულად ლამაზ კადრებად გადაიქცევა.

მეხუთე ადგილი დაიკავა აპლიკაციამ, რომელიც პირველი ადგილის მფლობელია პროფესიონალურ ციფრულ ფოტოგრაფიაში – ესაა – Photoshop Express. აპლიკაცია უფასოდ ვრცელდება და სხვადასხვა ფილტრების, რეგულირებადი განათების, კონტრასტისა თუ სხვა იარაღების დახმარებით, სტანდარტული კადრების საკმაოდ ორიგინალურად დამუშავების შესაძლებლობას იძლევა. Photoshop Express უფასო აპლიკაციაა და მისი გადმოწერა ორივე პლათფორმის მფლობელებს iTunes-იდან ან Play Store-დან შეუძლია. რაც შეეხება ფასიან სერვისებს, აპლიკაციაში ჩაშენებულია სხვადასხვა პრემიუმ ფილტრები და ფუნქციები, რომლის გასააქტიურებლად დამატებითი თანხის გადახდაა საჭირო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სტანდარტული, უფასო ფუნქციები საკმაოდ მრავალრიცხოვან არჩევანს გვთავაზობს.

მეოთხე ადგილზეა ცნობილი აპლიკაცია Aviary. იგი თითქმის იგივე ფუნქციებითაა წარმოდგენილი, როგორითაც Instagram-ი, თუმცა ამ შემთხვევაში ფოტოს დამუშავება Offline რეჟიმშიცაა შესაძლებელი და უამრავი დამატებითი პლაგინი აქვს ჩაშენებული, რომელიც მას ცნობილი ფოტორედაქტორისგან განასხვავებს.

მესამე ადგილზეა Fotor Photo Editor – აპლიკაციის მიხედვით სხვადასხვა სახის კოლაჟების გაკეთებაა შესაძლებელი. ასევე ფოტო ფილტრების მეშვეობით, კადრის ხარისხის გაუმჯობესებაა შესაძლებელი.

მეორე ადგილზეა Afterlight. აპლიკაცია ფასიანი და მისი ღირებულება 1 დოლარს შეადგენს. იგი ცნობილი პორტია iOS-ის სისტემიდან Android-ზე. აპლიკაციაში შესაძლებელია სხვადასხვა წინასწარ გამზადებული პროფილების მიხედვით ფოტოების დამუშავება და განსხვავებული ელფერის მინიჭება. გარდა მისი თვითღირებულებისა, აპლიკაციაში ასევე მრავლადაა პრემიუმ ფუნქციები, რომლებიც დამატებითი ღირებულებისაა.

პირველ ადგილზეა ფოტო რედაქტორი და სოციალური ქსელი VSCO. მისი მარტივი ინტერფეისი და სუპერმსუბუქი ფოტოეფექტები სმარტფონით გადაღებულ სურათებს ნამდვილ Indie ფოტოგრაფიის შედევრებად გარდაქმნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები