კანადელ მომღერალს, ჯასტინ ბიბერს სასამართლოში ცემის გამო უჩივიან. ცნობილი ხდება, რომ ინციდენტი 2016 წლის ივნისში კლივლენდში მოხდა. რის გამო დაიწყო ჩხუბი, წყარო არ ასახელებს, თუმცა იმის ვიდეოდადასტურება, რომ ბიბერმა 34 წლის მამაკაცს დაარტყა, არსებობს.
დაზარალებულმა ტვინის შერყევით და სხვა ჩივილით პოლიციას მიმართა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტა, მომღერალთან პრობლემა პირადად მოეგვარებინა. როგორც ჩანს, ეს ჩანაფიქრი მას არ გამოუვიდა, ამიტომ ცოტა ხნის წინ სასამართლოს მიმართა.
შეგახსენებთ, რომ ეს ამ შინაარსის პირველი საჩივარი არ არის ბიბერის მისამართით. 2016 წლის ნოემბერში ვარსკვლავი თავს თავის ერთ-ერთ თაყვანისმცემელს დაესხა და სცემა.