LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ რუსები ​სევერსკის აღებას მოახერხებენ, დონბასში მათი შემდეგი სამიზნე ბახმუტი ​გახდება: ბრიტანეთის დაზვერვა​

56
ing (4)

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახური უკრაინაში მიმდინარე ბრძოლების შესახებ მიმოხილვას ავრცელებს. 

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, თუ რუსი სამხედროები ​სევერსკის აღებას მოახერხებენ, დონბასში მათი შემდეგი სამიზნე ბახმუტი გახდება.

“ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა მტრის შემოტევა და 2 სოფლის აღების მცდელობა შეაჩერეს” – უკრაინის გენშტაბი

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის მოხსენებაში ასევე წერია, რომ რუსული არმია ნელა მიიწევს დასავლეთისკენ ლისიჩანსკიდან სევერსკის დაბომბვისა და სადაზვერვო შეტევების შემდეგ, რათა გზა გაიხსნას სლავიანსკსა და კრამატორსკზე წინსვლისთვის.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, კუნძულ ზმეინიდან გაქცევის შემდეგ, რუსეთი მაინც ცდილობს უარყოს ის ფაქტი, რომ უკრაინამ კუნძულზე კონტროლი დაიბრუნა.

“რაც შეეხება ვითარებას დონეცკის ოლქში, ოლქიდან 350 000 მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაციაა საჭირო, რათა სამხედროებმა ყურადღება გაამახვილონ რეგიონის დაცვაზე რუსული შეტევისგან, რადგან იქ უკრაინის ბედი გადაწყდება”, – აღნიშნულია მოხსენებაში.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები