LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა აზერბაიჯანთან გარიგებას დადებს – რა მიზნით ეწვევა ბაქოს ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი

93
აზერბაიჯანული-გაზი

ევროპა აზერბაიჯანთან გარიგების დასადებად ემზადება  – „როიტერსის“ ინფორმაციით, ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი კადრი სიმსონი ივლისის ბოლოს აზერბაიჯანს ეწვევა.

როგორც ცნობილი გამოცემა წერს, ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აზერბაიჯანთან ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდის შესახებ გარიგება შესთავაზა. ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენის უწყება ევროგაერთიანების სახელმწიფოებს აღნიშნულისთვის, მილსადენის გაფართოების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი, რომელიც ჩართული მთავრობების მხრიდან დამტკიცებას საჭიროებს და შესაძლოა კვლავ შეიცვალოს, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად ევროკავშირის ძალისხმევის ნაწილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g