LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრედ პიტი კოსმოსში მამას მოძებნის

59

ცნობილი ხდება, რომ ბრედ პიტი ჯეიმს გრეის ახალ ფილმზე „ვარსკვლავებისკენ“ მთავარ როლზე არის დამტკიცებული. ვარსკვლავი ინჟინერ როი მაკბრაიდის როლს შეასრულებს, რომელიც კოსმოსში მამის მოსაძებნად გაემგზავრება.

ფილმის გადაღებები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება, დიდ ეკრანებზე კი ის 2018 წელს გამოვა.

შეგახსენებთ, რომ პიტის მონაწილეობით უკანასკნელი  ფილმია „მოკავშირეები“, სადაც პარტნიორობას მას მარიონ კოტიარი უწევს. პროექტი საკმაოდ მომგებიანი და კომერციულად წარმატებული გამოდგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები