დასავლეთ ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან. სტიქია მძვინვარებს საფრანგეთის, ესპანეთისა და პორტუგალიის სხვადასხვა ნაწილში.
ბოლო ცნობებით, საფრანგეთიდან 14 000 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, ესპანეთში კი გარდაცვლილ ადამიანთა რაოდენობამ უკვე 360-ს მიაღწია, ევაკუირებულია 3000-ზე მეტი პირი.
ესპანეთის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურამ 45,7 გრადუსს მიაღწია.
ასევე ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო პორტუგალიაშიც. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 7-დან 13 ივლისამდე პერიოდში, პორტუგალიაში სიცხემ 238 ადამიანი იმსხვერპლა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, რეკორდულად მაღალი ტემპერატურა, სავარაუდოდ, ამ კვირაშიც გაგრძელდება.