LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანოკაფსულები უფრო და უფრო პოპულარული ხდება

205

დროთა განმავლობაში, სხეულისთვის პრეპარატის ტარგეტულად მიწოდება უფრო და უფრო პოპულარული მკურნალობის მეთოდი ხდება. რაც დრო გადის, მეცნიერები უფრო მეტს მუშაობენ ნანო მოწყობილობების განვითარებაზე.

მიუხედავად უამრავი დადებითი ასპექტისა, რომელიც ამ ტიპის მკურნალობას გააჩნია (ინექციების თავიდან არიდება, სხვადასხვა ქირურგიული ჩარევა და ა.შ.), აქვეა უამრავი მინუსი, რომელიც თავად ნანოკაფსულების შემადგენლობაში არსებულ ქიმიურ ნივთიერებებს უკავშირდება, რომელიც ამ დრომდე სხეულში მის გადაადგილებას უზრუნველყოფდა. ამ სიტუაციიდან გამოსავალი მოწყობილობისთვის სპეციფიური ძრავის, საჭისა და მუხრუჭის შექმნაში მდგომარეობს. საჭიროა მოწყობილობამ ზუსტად მიაგნოს დაზიანებულ ქსოვილს და მისი მართვა დისტანციური გახადოს.

ნიდერლანდების რედბაუნდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, მოახერხეს შეექმნათ ბოლომდე კონტროლირებადი ნანოკაფსულა, რომელიც ქიმიური ნივთიერებების დახმარების გარეშე მიაღწევს დაზიანებულ ქსოვილს. გარდა ამისა, გაუმჯობესებული იქნა კაფსულის კონსტრუქცია და მისი მოძრაობა ორგანიზმში გაცილებით მოხერხებული გახდა.