კომპანია Drones Direct-მა შექმნა არასტანდარტული დრონი, რომელიც თითქმის ყველა ადამიანს დასჭირდება. მოწყობილობა წარმოადგენს სერიული – DJI Phantom 4-ის მოდიფიკაციას. სტანდარტულისგან განსხვავებით, კვადროკოპტერი აღჭურვილი იქნება ქოლგით. ახალი გაჯეტი წვიმიან ამინდში იფრენს მფლობელის თავზე და სწორედ ქოლგის დახმარებით დაიცავს პატრონს წვიმაში დასველებისგან. ჭკვიანი დრონი ხელსაყრელია განსაკუთრებით მათთვის, ვინც გეოგრაფიულად წვიმიან ადგილას ცხოვრობს.
იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ ქოლგის ხელით ტარება და მაქსიმალურად კომფორტულად გადაადგილდეთ წვიმიან ამინდში, საჭიროა ჩართოთ დრონი და დაუკავშიროთ იგი საკუთარ სმარტფონს, საიდანაც, GPS-ის მოდულის მეშვეობით, ,,ქოლგიანი დრონი” გამოგყვებათ აბსოლუტურად ყველგან, სადაც გადაადგილდებით. დიზაინერები ირწმუნებიან, რომ მოწყობილობა საკმაოდ პრაქტიკულია და მისი გამოყენება აქტიურად დაიწყება ჩრდილო ევროპის ქვეყნებში.

აღსანიშნავია, რომ ახალი ტიპის დრონი არ უშინდება არც ქარს, არც კარებს, არც ბოძებს. გარდა იმისა, რომ იგი დასველებისგან იცავს მფლობელს, ასევე არაა გამოტოვებული მისი მთავარი ფუნქცია – ვიდეოგადაღება. მოწყობილობა იღებს ყველაფერს 4K რეზოლუციით.
იმ შემთხვევაში თუ ბატარეა დასამუხტი გახდება და მისი თავზე ,,ფარფატი” დროებით შეფერხდება, უბრალოდ შეგიძლიათ დრონი ამ შემთხვევაშიც ქოლგის ფუნქციით გამოიყენოთ, ოღონდ ძველი მეთოდით – ხელით ჭერის პირობებში.
გაჯეტი 1 კგ-ზე ნაკლებს იწონის. Umbrella Drone – ის ფასი 1300 ამერიკულ დოლარს შეადგენს.