LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ყველანი ემიგრანტები ვართ“ – ჯენიფერ ლოპესი ტრამპის პოლიტიკას აკრიტიკებს

50

ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას – მუსლიმი დევნილების მიღებაზე უარის თქმას, ბევრი ადამიანის უკმაყოფილება მოჰყვა, მათ შორის არიან მსოფლიო ვარსკვლავებიც, რომლებიც თავის პოზიციას ძირითადად, სოციალური ქსელის საშუალებით აფიქსირებენ,  ერთ-ერთი ასეთია ჯენიფერ ლოპესიც.

მომღერალმა და მსახიობმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც აქციაზეა გადაღებული. ხალხს პოსტერი უჭირავს წარწერით: „ჩვენ ყველანი ემიგრანტები ვართ“.

„სიმართლე რომ ვთქვა, ისე ვგრძნობ თავს, თითქოს მძინავს და კოშმარს ვხედავ. როგორ შეიძლება ქვეყანაში, რომელიც ემიგრანტებმა შექმნეს, სიტყვა „ემიგრანტი“ ცუდს ნიშნავდეს?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები