ინტერნეტ გამოცემა Droider-ზე გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც Google-ის ფლაგმანური მოდელის ახალ ოჯახს შეეხება. Pixel 2 როგორც ჩანს 3 მოწყობილობას გააერთიანებს, მოდელები ტექნიკური მახასიათებლების გარდა, ფასებითაც განსხვავებული იქნება.
გამოცემის ინფორმაციით, ახალი სმარტფონების სახელწოდებები: Pixel, Pixel XL და Pixel 2B იქნება.
ყველაზე ძლიერი მოდელის პროცესორი Qualcomm-ის ახალი თაობის ჩიპსეტით განისაზღვრება. როგორც ჩანს Google-ი 2017-ში Android-ის ახალი სისტემის წარმოდგენასაც გეგმავს, რომელიც ამ ეტაპზე კოდური სახელით Android O არის ცნობილი.
Pixel-ების პირველი სერიისგან განსხვავებით, ახალი ოჯახის გაჯეტები იგივე ღირებულების არ იქნება. ანუ დაბალ ფასს არა მხოლოდ დისფლეის ინჩები, არამედ მისი მონაცემებიც განაპირობებს. როგორც მოსალოდნელია, ახალი Pixel-ები გაცილებით ხელმისაწვდომი იქნება.