Android-ის ერთ-ერთი ცნობილი ალტერნატივა – CyanogenMod, უამრავი მცდელობის შედეგად, ფინანსური კრიზისის გამო, სამუდამოდ დაემშვიდობა მომხმარებელს. კომპანიაში გაერთიანებული პროგრამებისტებისა და სპეციალისტების გუნდმა ახალ პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობა მალევე დაიწყეს. მათ სტარტაპისთვის საწყისი დაფინანსება მოიპოვეს და ახალი ოპერაციული სისტემა – Lineage OS ოფიციალურად წარუდგინეს მსოფლიოს. სისტემა Android 7.1.1 Nougat-ის ბაზაზეა აწყობილი.
საგულისხმოა, რომ Lineage OS იმ მოდელებსაც მოიცავს, რომლებსაც Android 7.1.1 ოფიციალურად არასოდეს მიუვათ. მათ შორისაა Nexus 7 2013-ის როგორც Wi-Fi ასევე 4G ვერსია.