LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დააპატიმრეს და აწამეს, ერთმა ვერ გაუძლო და გარდაიცვალა” – მერის განცხადებით, მარიუპოლის 10 ათასზე მეტი მოქალაქე რუსებს ფილტრაციის ბანაკებში ჰყავთ

118
Untitled design (1)

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მცხოვრები 10 ათასზე მეტი მოქალაქე ფილტრაციის ბანაკებში იმყოფება.

ამის შესახებ მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ადამიანები საჯარო მოხელეები და მუნიციპალიტეტში მომუშავეები არიან.

ბოიჩენკოს თქმით, დამპყრობლებმა ისინი დააპატიმრეს და აწამეს.

“გვაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა საჯარო მოსამსახურემ წამებას ვერ გაუძლო და ციხეში გარდაიცვალა. რუსები მარიუპოლის მოსახლეობაზე ზეწოლას ახდენენ, რომ მათთან ითანამშრომლონ, მაგრამ ქალაქელები არ ეთანხმებიან”, – განაცხადა მარიუპოლის მერმა.

ბოიჩენკოს თქმითვე, სექტემბრიდან რუსები რუსული პასპორტების გაცემის დაწყებას გეგმავენ, ხოლო ადგილობრივი მაცხოვრებლები შესაძლოა ფრონტის ხაზზეც გაგზავნონ.

შეგახსენებთ, მარიუპოლი უკვე 5 თვეზე მეტია, რუსების მიერ არის ბლოკირებული.

როგორც უკრაინული მედიასაშუალებები წერენ, რუსი სამხედროების ქმედებებმა გამოიწვია ფართომასშტაბიანი ჰუმანიტარული კატასტროფა. ოკუპანტებმა დაბომბეს ქალაქის საცხოვრებელი უბნები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და დაბლოკეს ჰუმანიტარული დახმარება, რის შედეგადაც ქალაქში 25 000 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები