LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელებმა ადამიანის იდენტური რობოტი შექმნეს (ვიდეო)

109

რობოტი Jia Jia სპეციალურად შემუშავებული იქნა ჩინური ჯგუფის წევრების მიერ და წარმოდგენილი იქნა კერძო გამოფენაზე, რომელიც მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტმა მოაწყო. რობოტი გარეგნულად ადამიანის იდენტურია.

მისი წინა ვერსია ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ვიხილეთ, თუმცა, ახალი Jia Jia გაუმჯობესებული მიმიკებით ხასიათდება. რობოტის საჯარო პრეზენტაცია შანხაის ცენტრში, ერთ-ერთი საფინანსო კორპორაციის ოფისში შედგა.

როგორც მწარმოებელი აღნიშნავს, 5-10 წელში უკვე შესაძლებელი გახდება მომსახურების სფეროში ადამიანების იდენტური რობოტები ვიხილოთ. მათი განცხადებით, პროექტი წარმატებული იქნება და აღნიშნული ტიპის ქმნილებები სერიულ წარმოებაში ჩაეშვება.

გთავაზობთ ვიდეოს: