LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Nokia-ს კიდევ ერთი ახალი გაჯეტი Android-ზე

261

ვისაც Nokia-ს დასამარება გაუხარდა და მისი წარუმატებლობის ექვს წელს სიხარულით შეხვდა, არ გაუმართლა, რადგან ფინური გიგანტი “მწვანე რობოტის” სისტემაზე გაჯეტების გამოშვებას აპირებს. ამ ეტაპზე, Android-ზე მომუშავე ძლიერი ტაბლეტური კომპიუტერების არჩევანი საკმაოდ მწირია. გარდა ამისა, მონაცემების მხრივ, გაჯეტების უმეტესობა შეუსაბამოა სისტემის მოთხოვნილებებთან.

როგორც ჩანს, Nokia ტაბლეტური კომპიუტერების სპექტრში საკუთარი ბედის მოსინჯვას აპირებს. როგორც დღეს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, ფინურ ბრენდს უდიდესი წარმატება ელის, თუ გაჯეტებს ადეკვატურ ფასად გაყიდის.

მაშ ასე – 18.4 ინჩიანი დისფლეის მქონე დივაისი, რომელიც Snapdragon 835-ით, გრაფიკული ამაჩქარებლით – Adreno 540, ოპერატიული მეხსიერებით – 4 GB, 64 GB შიდა მეხსიერებით, 12 მეგაპიქსელიანი კამერებით, 4G მონაცემთა გადაცემის ტექნოლოგიითა და Android-ის ფინალური ვერსიით – Nougat-ით იქნება წარმოდგენილი, ნამდვილად ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები