LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინელებმა რობოტი-ჟურნალისტი შექმნეს

199

საო ნანი  – ასე ეწოდება რობოტ-კორესპონდენტს, რომელიც ჩინელმა პროგრამისტებმა შექმნეს. რობოტი სპეციალურად სტატიების სწრაფად აკრებისთვის შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ ჭკვიან არსებას გაცილებით სწრაფად შეუძლია სწავლა, ვიდრე რეალურ სტუდენტებს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე.

საო ნანმა უკვე შეიმეცნა 3000-მდე იეროგლიფი. მის მიერ შესრულებული სტატიები კი გამოცემა Southern Metropolis Daily-ში გამოქვეყნდა. გაზაფხულის ფესტივალის შესახებ რობოტმა-ჟურნალისტმა ტექსტი რამდენიმე წამში აკრიბა.

მწარმოებლების განცხადებით, ბოტი არამარტო სწრაფად წერს, არამედ აანალიზებს გაცილებით სწრაფად, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები და წერს ტექსტს გამოტანილი ანალიზის საფუძველზე. მათი განცხადებით, რობოტის დაპატენტება სხვა ქვეყნებშიც შესაძლებელია, კონკრეტული რეგიონისთვის ადაპტირებული სპეც-პროგრამის მეშვეობით.

ვან სიაც ზიუნი – პეკინის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც ჟურნალისტი-რობოტის შექმნაში მონაწილეობა მიიღო, სააგენტო China News-ს პროექტის შესახებ გაესაუბრა. მისი განცხადებით, რობოტს ძალიან მალე შეეძლება ინტერვიუს აღება, ჩანაწერის გაკეთება და შემდეგ მისი ციფრული ნაკადის სტატიად გარდაქმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები