LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსებს არა მოლაპარაკებები, არამედ სისხლი სურთ: დმიტრო კულება

52
1622064492-კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, „რუსებს არა მოლაპარაკებები, არამედ სისხლი სურთ“. დმიტრო კულება Twitter-ზე წერს, რომ უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებმა რუსეთზე სასანქციო ზეწოლა უნდა გააძლიერონ და დააჩქარონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.

რუსეთიდან ოქროს იმპორტი აიკრძალება – ევროკავშირის ელჩებმა სანქციების მეშვიდე პაკეტი დაამტკიცეს

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ რუსეთი უარყოფს დიპლომატიას და ფოკუსირებულია ომსა და ტერორზე. რუსებს სისხლი უნდათ და არა მოლაპარაკებები. მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, გააძლიერონ სასანქციო ზეწოლა რუსეთზე და დააჩქარონ უკრაინისათვის იარაღის მიწოდება“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

კიევისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება სპეცოპერაციის გეოგრაფიას გააფართოებს: სერგეი ლავროვი

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g