The Weeknd-მა სიმღერაზე „Party Monster“ კლიპი გამოუშვა. ვიდეო საკმაოდ ქაოტური გამოვიდა, რომელიც სიურეალიზმის დეტალებით არის გაჯერებული.
სიმღერა რიგით მესამეა კანადელი მომღერლის ალბომში „Starboy“, რომელიც გასული წლის 25 ნოემბერს გამოვიდა. დისკის მხარდასაჭერად აქამდე სინგლები „Starboy“ და „I Feel It Coming“ გამოვიდა. ეს უკანასკნელი Daft Punk-თან დუეტს წარმოადგენს.