2017 წლის CES-ის გამოფენაზე ლას-ვეგასში, კომპანიებმა Nokia და L’Oreal-მა ჭკვიანი სავარცხელი წარმოადგინეს.
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ Nokia-მ შეისყიდა კომპანია – Withings. აღნიშნული ბრენდი სხვადასხვა ტიპის გაჯეტების წარმოებით იყო დაკავებული. სწორედ Withings-ის დახმარებით, ფინურმა ბრენდმა ჭკვიანი სავარცხელი გამოუშვა, რომელიც თმის დავარცხნა-გასწორების გარდა, თავს ამასაჟებს კიდეც.
გარდა ამისა, სავარცხელი აღჭურვილია სხვადასხვა სახით დამატებითი მოდულებით, როგორიცაა ჰიროსკოპის სენსორი. ამ ფუნქციის წყალობით სავარცხელს შეუძლია სწორად დაადგინოს თმის ხარისხი და განსაზღვროს მისი მდგომარეობა.
სავარცხელი ასევე აღჭურვილია მიკროფონით.