არაერთი ანონსის შემდეგ, როგორც იქნა, ფინური კომპანიის ხელმეორე დებიუტი შედგა და ახალი ფლაგმანური სმარტფონი უკვე ოფიციალურად გამოჩნდა მსოფლიოს ასპარეზზე. სავარაუდოდ, მოდელის ნახვა დეველოპერებსა და რევიუერებს MWC-ის კონფერენციაზე შეეძლებათ.
დღეს გავრცელდა ოფიციალური ფოტოები ახალი მოდელისა, რომლის ავთენტურობაც მწარმოებელმა დაადასტურა.
ახალ გაჯეტს მინიმალური სახელი შეურჩიეს – 6 (ექვსი). მოდელმა მიიღო 2.5 D შუშა, რომელიც Gorilla Glass 3-ისაა და კომპანია Corning-ს ეკუთვნის. მოდელი აღჭურვილია მთლიანად მეტალის კორპუსით, 3.5 მმ-იანი ჯეკით ყურსასმენებისთვის. ასევე ავტოფოკუსით, ორმაგი დიოდური განათებით, MicroSD მეხსიერების ბარათის მხარდაჭერითა და 128 GB-იანი შიდა მეხსიერებით.
მოწყობილობა 4G LTE ტექნოლოგიაზე მუშაობს.